საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ფილმი ამანის ევროპული ფილმების ფესტივალზე

2018 წლის 27 სექტემბერს, ევროპული ფილმების 30-ე ფესტივალის ფარგლებში, ქ. ამანში ჰუსეინის კულტურის ცენტრში გაიმართა ქართული ფილმი „დედეს“ ჩვენება. 

ფილმების ფესტივალი ორგანიზებული იყო იორდანიაში ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტისა (EUNIC) და ევროკავშირის წარმომადგენლობის  მიერ. საელჩონ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ფესტივალში, სადაც საქართველო მიწვეული იყო სტუმარი ქვეყნის სტატუსით. ზემოაღნიშნული კულტურული აქტივობა განხორციელდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილის ფარგლებში.