საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

“MATKA 2020”-ზე საქართველო “წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა

17.01.2020 ფინეთი - ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში გამართულ ნორდიკულ ქვეყნებში უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე “MATKA 2020” საქართველო “წლის ტურისტული დანიშნულების ქვეყნად” დასახელდა. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენის სამიზნე ბაზარი მოიცავს არა მხოლოდ ფინეთის ტურისტულ სეგმენტს, არამედ ნორდიკულ და ბალტიის ქვეყნებსაც.

გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია მესამე წელია რაც აქტიურად მონაწილეობს. წელს, ერთიან საპრეზენტაციო სტენდზე წარდგენილია 9 კომპანია და ორგანიზაცია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შპს "აჭარა-ტური", Georgia in Contact, Caucasus Travel, World Express, Georgian Travel Group, Voyage Tours, APG, Iberia Tours Plus.