საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთა ფრენა საქართველოში/დან ღამის საათებშია დაგეგმილი

მგზავრთა საყურადღებოდ, რომელთა ფრენა საქართველოში/დან ღამის საათებშია დაგეგმილი: როგორც ცნობილია კორონავირუსით დაინფიცირების ზრდის შესაკავებლად, საქართველოში 9 ნოემბრიდან ამოქმედდა წერტილოვანი შეზღუდვები, კერძოდ: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში – 22:00 სთ-დან – დილის 5-საათამდე. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებაზე.

შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში ღამის საათებში (22:00-05:00) დაგეგმილი ფრენების მგზავრებმა და მათმა დამხვდურმა/გამცილებელმა პირმა, რეისამდე მინიმუმ რამდენიმე საათით ადრე უნდა დარეკონ მთავრობის ცხელ ხაზის ნომერზე 144 (1), რათა რეისისა და პირადი მონაცემების საფუძველზე მიიღონ ერთჯერადი ნებართვა, რომლის საშუალებითაც აღნიშნული პირები შეძლებენ სახლიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით გადაადგილებას. ასევე, შესაძლებელია აეროპორტის ტაქსით სარგებლობა, რადგან მათზე გაცემულია ღამის საათებში გადაადგილების ნებართვა.

აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების ფუნქციით; სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე; ასევე მიტანის სერვისის კურიერებზე.