საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მოგესალმებით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყსა და ლიბანში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე, სადაც აღმოაჩენთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას საქართველოს, მისი ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. ასევე გაეცნობით მასალებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ. აქვე შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისთვის საჭირო ცნობები, მათ შორის, ინფორმაცია საკონსულო საკითხებზე.

საქართველოს მჭიდრო ისტორიული ურთიერთობები აკავშირებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან და არაბულ სამყაროსთან. ჩვენი მიზანია ავაღორძინოთ ის ტრადიციები რაც უხსოვარი დროიდან არსებობდა ქართველებსა და აქ დასახლებულ ხალხებს შორის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყნებს არა მხოლოდ გამორჩეული წარსული აკავშირებთ, არამედ ერთობლივი ძალისხმევით დასახული თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები. ჩვენი კავშირები იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოსთან, ლიბანისა და ერაყის რესპუბლიკებთან დინამიურად ვითარდება. ჩამოყალიბებულია თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ფორმატები პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური კავშირების განვითარების მიმართულებით.

ჩვენ დიდად ვაფასებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან, რაც განპირობებულია ისტორიულად ჩვენს შორის არსებული მჭიდრო კავშირებით და ეფუძნება ურთიერთპატივისცემასა და კეთილ მეგობრობას.  

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო უსაფრთხოების გამცემ ქვეყნად გადაიქცა. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ქართველი მეომრები საერთაშორისო მრავალეროვან ძალებთან ერთად წარმატებით უმკლავდებიან ისეთ გლობალურ საფრთხეებს როგორებიცა: საერთაშორისო ტერორიზმი, ტრანს-სასაზღვრო დანაშაული და ნარკობიზნესი. ისინი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის წარმომადგენლებთან ერთად მხარდამხარ იცავენ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას.

ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგად საქართველო გადაიქცა კორუფციისაგან თავისუფალ, კონკურენტული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოდ, რომელიც ძალზე მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისათვის.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი ვებგვერდი თქვენთვის საინტერესო და ინფორმატიული იქნება. საელჩოს პერსონალი მზად არის გიმასპინძლოთ საელჩოში თქვენთვის ხელსაყრელ დროს და გაგცეთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც შესაძლოა გაგიჩნდეთ ვებ-გვერდის სტუმრობის შემდეგ.

მადლობას მოგახსენებთ ჩვენი ვებგვერდის სტუმრობისათვის.

საუკეთესო სურვილებით,

ზაზა კანდელაკი

საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში,
ერაყის რესპუბლიკაში და ლიბანის 

რესპუბლიკაში