საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა

საქართველოში
დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით.
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე სარეინტეგრაციო პროგრამების განსახორციელებლად. რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას. 

აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდება: 

- სოციალური პროექტების დაფინანსება
- დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
- პროფესიული სწავლება
- ანაზღაურებადი სტაჟირება
- სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება
- იურიდიული დახმარება
- საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება 

 

აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც: 

  • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;
  • რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.
  • სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ დაბრუნებულ მიგრანტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს მათი დაბრუნების ფორმის მიუხედავად (ნებაყოფლობით დაბრუნებულები, რეადმისირებულები, დეპორტირებულები). 

2017 წელს სახელმწიფომ რეინტეგრაციის ხელშეწყობის ვალდებულება სრულად გადმოიბარა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან, შესაბამისად მთელი საქართველოს ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) რეინტეგრაციის სერვისებს ფარავს სახელმწიფო პროგრამა. 

2018 წლის პროგრამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო 650 000 ლარი. სამინისტროს მიერ გამოცხადებული 2018 წლის სარეინტეგრაციო პროგრამის საგრანტო კონკურსის შედეგების საფუძველზე შეირჩა 5 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც განახორციელებენ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებებს. 

გამარჯვებული არასამთავრობო ორგანიზაციებია: 

()იპსაზოგადოებრივი დამცველი“ - თბილისი, ქვემო ქართლი, მცხეთა- მთიანეთი

()იპ სამცხე ჯავახეთის რეგიონული ასოციაციატოლერანტი“ - სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი

()იპ ფონდიაფხაზინტერკონტი“ - სამეგრელო-ზემო სვანეთი

()იპ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირიინტელექტი“ - აჭარა, გურია

()იპ ფონდიაფხაზინტერკონტი“ - იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი

()იპკახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ (KRDF) - კახეთი 

მოცემული არასამთავრობო ორგანიზაციები 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს შესთავაზებენ შემდეგი სახის მომსახურებებს:

  • სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება 1000 ლარის ფარგლებშიგამოკვეთილი სამედიცინო საჭიროების მქონე ბენეფიციარებისათვის:
  • ინფორმაციის მიწოდება მოქმედი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების შესახებ და აღნიშნულ პროგრამებში ჩართვაში დახმარების გაწევა.
  • მწვავე, ქრონიკული ან/და სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პირებისათვის ყველა სახის საჭირო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა, მათ შორის მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება.
  • ფსიქო-სოციალური დახმარების საჭიროებების გამოვლენა და რეაბილიტაცია. საშემოსავლო პროექტების დაფინანსება 500-დან 4000 ლარის ფარგლებში
  • საშემოსავლო პროექტების დაფინანსება 500-დან 4000 ლარის ფარგლებში:
  • ბენეფიციარის პროფესიიდან, ცოდნიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე, შემოსავლის წყაროს გაჩენის, თვითდასაქმებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით პროექტების დაფინანსება.
  • პროექტები დაფინანსდება როგორც ინდივიდუალური სახით ერთ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ისე რამდენიმე ბენეფიციარის გაერთიანებით და ასევე არსებულ ეკონომიკურ საქმიანობაში ბენეფიციარის ჩართვის/დასაქმების ფორმით. ბენეფიციართა გაერთიანების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსებისათვის თანხა განისაზღვრება ჯგუფში შემავალი ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით. პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა 1000 ლარის ფარგლებში
  • პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა 1000 ლარის ფარგლებში
  • სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა;
  • პროფესიული სწავლების დაფინანსება.
  • დაფინანსება მოხდება განსაზღვრული პირობების არსებობის შემთხვევებში, რომელიც არ აძლევს საშუალებას ბენეფიციარს ისარგებლოს ზემოაღნიშნული პროგრამით, ან/და იმ გარემოების გამო, რომ ბენეფიციარის საჭიროებიდან გამომდინარე, უმჯობესია ისარგებლოს პროფესიული სწავლების შესაძლებლობით ამ პროგრამის მიღმა.
  • საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა (სერვისის მიწოდება მოხდება N0100 (თბილისი, ქვემო ქართლი, მცხეთა- მთიანეთი) მიმართულების ფარგლებში):
  • საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი ემიგრანტების დაბრუნებისთანავე, გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში, ბენეფიციარის არაუმეტეს 6 ღამით დროებითი განთავსების უზრუნველყოფა კვებით. 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია: 

ტელეფონი: (+995) 32 243 11 00
ელ. ფოსტა: reintegration@mra.gov.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, 0177, თამარაშვილის . 15
ვებ-გვერდი: www.mra.gov.ge

 

 

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობასა და განვითარებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ შემუშავებულიასაქართველოს დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფცია“, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ,,საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“. მოსახლეობის დაბერების საკითხი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი გავლენას ახდენს ქვეყნისა და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით შემუშავებულ იქნა ,,საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა’’, რომლის აქტივობების ნაწილს წარმოადგენს ქვემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების გზამკვლევი; ინფორმაცია საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შესრულებასთან დაკავშირებით; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლის ანგარიში; სახელმწიფო პროგრამააწარმოე საქართველოში“; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიში და 2017-2021 წლებში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები; საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ 2017 წლის მოკლე ანგარიში; ინფორმაცია კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამისა და ღონისძიებების შესახებ.

 


პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ შემდეგ ბმულებზე

 

საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა - https://drive.google.com/open…
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების გზამკვლევი - https://drive.google.com/open…
ინფორმაცია საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შესრულებასთან დაკავშირებით - https://drive.google.com/open…
საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის იუსტიციის სამინისტროს მიერ შესრულებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია 2018 წლის ივნისის მდგომარეობით - https://drive.google.com/open…
სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლის ანგარიში - https://drive.google.com/open…
სახელმწიფო პროგრამააწარმოე საქართველოში“ - https://drive.google.com/open…
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიში - https://drive.google.com/open…

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2017-2021 წლებში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები - https://drive.google.com/open…
საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისა და ჩატარებული ღონისძიებების შესახებ 2017 წლის მოკლე ანგარიში - https://drive.google.com/open…
ინფორმაცია კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროგრამისა და ღონისძიებების შესახებ - https://drive.google.com/open… 

 

ინფორმაცია განთავსებულია აგრეთვე შესაბამისი სამინისტროების ვებ-გვერდებზე: 


თანდართული მასალები: 

ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების გზამკვლევი.pdf
საინფორმაციო ბრუშურა.pdf
დამატებითი ინფორმაცია.pdf
აწარმოე საქართველოში.pdf