საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში  2018 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება ერთ საუკეთესო აპლიკანტს.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მოხდება /წლის 1 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე Amman.emb@mfa.gov.ge .

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  •  განცხადებების გადარჩევა.
  •   გასაუბრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

•         კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;

•         ფლობდეს სახელმწიფო ენას

•         კარგად ფლობდეს ინგლისურ ენას, სასურველია არაბული ენის ცოდნა;

•         იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან გააჩნდეს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

•         კანდიდატს უნდა ჰქონდეს იორდანიაში ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს.


სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: Amman.emb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:


) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (განაცხადის შესავსები ორმა მოცემულია თანდართული ბმულით);

) ავტობიოგრაფია;

) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

) პასპორტის ასლი;

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

) ერთი ფოტოსურათი (3X4).

) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ელ-ფოსტა: Amman.emb@mfa.gov.ge


სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.pdf.pdf