საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ბატონმა ზაზა კანდელაკმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა იორდანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს ბატონ ზეიდ ალ-ლოუზის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ხაზი გაესვა საქართველოსა და იორდანიას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.