საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს მეფეს რწმუნებათა სიგელები გადასცა

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის დროს გაიმართა საქართველოს ელჩის და იორდანიის მეფის შეხვედრა.  შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას. 
 
შეხვედრის დასასრულს, იორდანიის მეფემ წარმატებული დიპლომატიური მისია უსურვა საქართველოს ელჩს. თავის მხრივ , ზაზა კანდელაკმა აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩის რანგში,  ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებისთვის.