საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განცხადება ყაზახეთში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშრებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას, 2019 წლის 27 დეკემბერს, ქ. ალმათიში,  ავიაკომპანია Bec Air-ის ავიალაინერის კატასტროფასთან დაკავშირებით, რომელსაც მოჰყვა ადამიანური მსხვერპლი და რომლის შედეგადაც დაშავებულია ათობით მოქალაქე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად უსამძიმრებს მეგობარ ყაზახ ხალხს, თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.