საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან

2018  წლის 24 იანვარს, საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ბატონმა გრიგორ ტაბატაძემ საელჩოში მიიღო იორდანიის წარმომადგენეთა პალატაში (პარლამენტი) იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ახალი ჯგუფის ხელმძღვანელი დოქტორ მუსტაფა რამადან იაღი და ჯგუფის სხვა წევრები.

შეხვედრაზე განხილული იქნა ორ ქვეყენას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის იორდანიაში დაგეგმილი ვიზიტის  დეტალები. მეგობრობის ჯგუფს წარმომადგენლები მზადყოფნას გამოთქვამენ ახლო მომავალში ეწვიონ საქართველოს.