საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით

27.01.2018 - საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ, ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნას, ხოლო სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნას, რაც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ერთიან საბაჟო სივრცეში ინტეგრირებას და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს.

ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნასთან ერთად, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აიკრძალა დანარჩენი საქართველოდან ხორცისა და რძის პროდუქტების შეტანა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას,  ზღუდავს მათი თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობებს და უხეშად ლახავს მათ ფუნდამენტურ უფლებებს.
 
საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვისა და თავისუფალი გადაადგილების შესაზღუდად სხვადასხვა დისკრიმინაციული რეგულაციების შემოღების ფონზე, ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნა წარმოადგენს მოსკოვის პოლიტიკის ნაწილს - ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების იმპლემენტაციითა და დანარჩენი საქართველოსგან იზოლაციით, მოახდინოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სივრცეში, მათ შორის, საბაჟო-ეკონომიკურ სისტემაში გაერთიანება.
 
ნიშანდობლივია, რომ მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რუსეთის ფედერაცია მიზანმიმართულად ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ჩართულობის მიმართულებით.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და გადადგას ნაბიჯები კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით, მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და ქმედითი ზომები მიიღოს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების წინააღმდეგ. 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal

30-ივლისი-2018

30-ივლისი-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით იორდანიას ეწვია

25-26 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ეწვია იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ორ ქვეყანას შორის.

24-ივლისი-2018

24-ივლისი-2018

შეხვედრა იორდანიის ჰაშიმიტური სამეფის სენატის პრეზიდენტთან

2018 წლის 12 ივლისს, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატში საქართველოს ელჩის ბატონი გრიგორ ტაბატაძისა და სენატის პრეზიდენტის ბატონი ფეისალ ალ-ფაეზის შეხვედრა გაიმართა.

25-თებერვალი-2018

25-თებერვალი-2018

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ...

23.02.2018 - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2018 წლის 22 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ცხინვალში გარდაცვალების გამო, და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.  

08-თებერვალი-2018

08-თებერვალი-2018

შეხვედრა იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან

2018  წლის 24 იანვარს, საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ბატონმა გრიგორ ტაბატაძემ საელჩოში მიიღო იორდანიის წარმომადგენეთა პალატაში (პარლამენტი) იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ახალი ჯგუფის ხელმძღვანელი დოქტორ მუსტაფა რამადან იაღი და ჯგუფის სხვა წევრები.

< 1 2 3 4 5  ... >