საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

იორდანიის ჰაშემიტური სამეფო

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და იორდანიას შორის დამყარდა 1994 წლის 6 აპრილს.

საქართველოს ელჩი იორდანიაში (რეზიდენციით ქ. ამანი):

  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (06.09.2004-15.04.2009)
  • ზურაბ ერისთავი (16.04.2009 - 16.08.2013)
  • გრიგორ ტაბატაძე (27.02.2014 - დღემდე)

თანამშრომლობის სფეროები

  • ხორციელდება პოლიტიკური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში;
  • მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და იორდანიას შორის ინვესტიციების დაბანდებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად სამართლებრივი ბაზის მომზადების მიზნით;
  • მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და იორდანიას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობისთვის სამართლებრივი ბაზის მომზადების მიზნით;
  • G11-ის ქვეყნებს შორის ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმების ხელმოწერა.

ორმხრივი შეთანხმებები

ხელმოწერილი შეთანხმებები:

  • 2007 წლის 18 მაისი - საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმება;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი - ძალაშია 2010 წლის 9 თებერვლიდან;
  • საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება - ძალაშია 2010 წლის 29 ივლისიდან;
  • იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება. ხელი მოეწერა 2011 წლის 25 ოქტომბერს; 
  • იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში შეთანხმება - ხელი მოეწერა 2011 წლის 15 დეკემბერს;
  • იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოსა და საქართველოს შორის მგზავრებისა და ტვირთის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება – ხელი მოეწერა 2012 წლის 21 სექტემბერს;

შეთანხმებები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა:

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლებისა და კვლევის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება;
  • იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი;
  • საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება;
  • საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ შეთანხმება;
  • საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება;
  • საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება;
  • საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება;
  • საქართველოს მთავრობასა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.

ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო ბრუნვა 2000-2012 წლებში (ათასი აშშ დოლარი):

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000

427.4

-

2001

99.4

14.2

2002

41.3

-

2003

3.7

82.1

2004

3.2

246.8

2005

-

164.4

2006

3.0

60.5

2007 6.5 186.9
2008 - 1,193 მლნ.
2009 1.096 მლნ. 652.3
2010 23.1 0.9 მლნ
2011 3.09 მლნ 0.5 მლნ
2012 3 248.3 496.7

უმნიშვნელოვანესი ვიზიტები

ვიზიტები საქართველოდან:

2007 წლის 18-20 მაისი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში;

2009 წლის 15-17 მაისი - საქართველოს პრეზიდენტის ბატონ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში;

2010 წლის 9 - 10 თებერვალი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონ ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში;

2010 წლის 26 აპრილი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ნიკა გილაურის ვიზიტი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ბატონი ზურაბ პოლოლიკაშვილი; საგარეო საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ქალბატონი თამარ კოვზირიძე; პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი ნიკოლოზ მჭედლიშვილი; საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს საივესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი მატკავა;

2010 წლის 4-5 აგვისტო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილის ბატონ ზურაბ ბეჟანიშვილის ვიზიტი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში;

2011 წლის 10 ივლისი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად;

2011 წლის 28 სექტემბერი-2 ოქტომბერი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ბატონ აბესალომ კეკელიას ვიზიტი ქ. აქაბას მეორე ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად;

2011 წლის 25-27 ოქტომბერი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ბატონ გიორგი კარბელაშვილის ვიზიტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად.ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და იორდანიის მთავრობას შორის შეთანხმებას საჰაერო მიმოსვლის შესახებ, ასევე მოხდა საავტომობილო გზებით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთების გადატანის შესახებ და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებების პარაფირება;

2011 წლის 15 დეკემბერი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბატონი ივანე მერაბიშვილის ვიზიტი იორდანიაში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში შეთანხმებას;

2012 წლის 23-25 თებერვალი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ვიზიტი იორდანიაში თანმხლებ დელეგაციასთნა ერთად.

ვიზიტები იორდანიის ჰაშემიტური სამეფოდან:

2010 წლის 27 აპრილი - 1 მაისი - იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული სამსახურის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში;

2010 წლის 21 - 25 სექტემბერი - იორდანიის მცირე და საშუალო ბიზნეს-ასოციაციის წევრთა დელეგაციის ვიზიტი;

2011 წლის 19 - 21 ივლისი - იორდანიის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის ჰანი ალ-მულკის ვიზიტი საქართველოში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ქართულ-იორდანული ბიზნეს ფორუმი ბათუმში;

2011 წლის 25 - 28 ივლისი - იორდანიის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში;

2012 წლის 20-22 სექტემბერი – იორდანიის ტრანსპორტის მინისტრის ჰაშემ ალ მასაიედს ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას მგზავრებისა და ტვირთის საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტირების შესახებ. ქართული მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქალბატონმა ვერა ქობალიამ.