საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიბანის რესპუბლიკა

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიბანს შორის დამყარდა 1993 წლის 1 აპრილს.

საქართველოს ელჩი ლიბანში:

  • აპოლონ სილაგაძე (რეზიდენციით ქალაქ კაიროში): 28.12.1997-15.07.2004.
  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (რეზიდენციით ქალაქ ამანში): 06.09.2004-15.04.2009
  • ზურაბ ერისთავი (რეზიდენციით ქალაქ ამანში):16.04.2009 - 16.08.2013
  • გრიგორ ტაბატაძე (რეზიდენციით ქალაქ ამანში): 27.02.2014 - დღემდე

თანამშრომლობის სფეროები

  • ხორციელდება პოლიტიკური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში;
  • მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და ლიბანს შორის ინვესტიციების დაბანდებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად სამართლებრივი ბაზის შექმნის მიზნით.

ორმხრივი შეთანხმებები

შეთანხმებები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა:

  • ლიბანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმება;
  • ლიბანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი;
  • საქართველოს მთვრობასა და ლიბანის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება;
  • საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება.

ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო ბრუნვა 2000-2012 წლებში (ათასი აშშ დოლარი):

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000

-

3,438.6

2001

75.4

1,358.7

2002

193.4

218.8

2003

37.7

369.4

2004

-

106.4

2005

-

271.2

2006

20.0

261.9

2007 - -
2008 4,6 583,4
2009 3.869 მლნ 153.4
2010 6.461 მლნ 0.766 მლნ
2011 10.115 მლნ 9.129 მლნ
2012 3 045.6 915.5

ორმხრივი ვიზიტები:

2009 წლის 23-28 იანვარი - ლიბანის რესპუბლიკაში ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ბატონი გიორგი ბარამიძის ვიზიტი;

2010 წლის 4 - 5 მაისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბატონი ალექსანდრე ნალბანდოვის ვიზიტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ლიბანის რესპუბლიკაში;

2011 წლის 3-4 ოქტომბერი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ბატონ აბესალომ კეკელიას ვიზიტი ლიბანის რესპუბლიკაში;

2012 წლის 20-25 იანვარი – საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ბატონი კახა ბაინდურაშვილის და ვიცე–პრეზიდენტის ბატონი რონი სააბის ვიზიტი ლიბანის რესპუბლიკაში;

2012 წლის 21-22 მარტი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ნიკა გილაურის ვიზიტი ლიბანის რესპუბლიკაში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ივანე მერაბიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ჯალაღანია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბატონი ვახტანგ ლეჟავა, პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის სამსახურის უფროსი გიორგი ზურაბაშვილი,საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ბატონი კახაბერ ბაინდურაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლიბანის რესპუბლიკაში ბატონი ზურაბ ერისთავი.