საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ერაყის რესპუბლიკა

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ერაყს შორის დამყარდა 1992 წლის 2 იანვარს (აღიარების თარიღი).

საქართველოს ელჩი ერაყში (რეზიდენციით ქ. ამანი):

  • ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე (01.01.2007-15.04.2009)
  • ზურაბ ერისთავი (16.04.2009 -16.08.2013)
  • გრიგორ ტაბატაძე (27.02.2014 - დღემდე)

თანამშრომლობის სფეროები

პოლიტიკური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ორმხრივი შეთანხმებები

შეთანხმებები, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა:

  • ერაყის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ოქმი;
  • საქართველოს მთავრობასა და ერაყის მთავრობას შორის სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლების შესახებ - ურთიერთგაგების მემორანდუმი;
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის პროტოკოლი.

ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო ბრუნვა 2000-2012 წლებში (ათასი აშშ დოლარი):

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000

21.2

-

2001

10.2

40.0

2002

-

10.4

2003

-

109.8

2004

-

8.3

2005

-

1.4

2006

790.0

132.3

2007

1.382 მლნ

21.0

2008

2.574 მლნ

4.6

2009

10. 685 მლნ

148.9

2010

7.652 მლნ

14.7

2011

8.112 მლნ

398

2012

9 102.5

2 391.3

უმნიშვნელოვანესი ვიზიტები

ვიზიტები საქართველოდან:

2011 წლის 18-19 მაისი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბატონ ბაკურ კვეზერელის ვიზიტი ერაყის ქურთისტანის რეგიონში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად