ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.

ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (http://www.atipfund.gov.ge/), რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.

ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და
კანონიერი ინტერესების დაცვასთან:

რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით უსაფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი. ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადადგამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას.

წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.

თუ თქვენ გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

გახსოვდეთ!

დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.

თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:

თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.

თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.

ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით.

დამატებით, მოგაწვდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში და ამანში, იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში არსებული ცხელი ხაზის ტელეფონების კოორდინატებს და იმ შემთხვევაში თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყოვნელივ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

  •  (+ 995 32) 294 50 50 - სამუშაო საათებში - 09:30 დან- 18:30 სთ-მდე;
  • ( + 995) 577 98 40 20 - გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში - 24 საათის განმავლობაში;
  • ელექტრონული ფოსტის მისამართია: consulinfo@mfa.gov.ge;
საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში, ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკებში:
  • ელ-ფოსტა: amman.con@mfa.gov.ge
  • (+962) 6 5926433 - სამუშაო საათებში - 09:00 დან- 18:00 სთ-მდე;
  • (+962) 797299799 - გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში - 24 საათის განმავლობაში.
ტრეფიკინგის საკითხებზე მომუშავე საქართველოს კომპეტენტური ორგანოები: 
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა -http://mfa.gov.ge/MainNav/ConsularInformation/Trafficking.aspx;
- საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგმიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო- http://www.justice.gov.ge/Ministry/Department/309;
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ადამიანით ვაჭრობა http://police.ge/ge/projects/adamianit-vachroba;
- ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარებისსახელმწიფო ფონდი - http://www.atipfund.gov.ge/index.php/ka/news.
საქართველოს მთავარი პროკურატურა
- უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=44
- სახელმწიფო ფონდი http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=43
- სამოქმედო გეგმა - სამოქმედო გეგმა http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=42
- ეროვნული რეფერალური მექანიზმი - http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=38
- საერთაშორისო თანამშრომლობა http://pog.gov.ge/geo/international?info_id=14 

 

იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს, ერაყის რესპუბლიკასა და ლიბანის რესპუბლიკის შემთხვევაში შესაძლებელია მიმართოთ შემდეგ უწყებებს.

იორდანიის ჰაშემიტური სამეფო:

იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტი - ტელეფონი: 0096265058251.

ანტი-ტრეფიკინგის ეროვნული კომიტეტი (ვებ-გვერდი:http://www.ahtnc.org.jo/en), რომელსაც ხელმძღვანელობს იორდანიის იუსტიციის მინისტრი და რომლის შემადგენლობაში არის შემდეგი უწყებები:

 

-          საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, ტელეფონის ნომრები: 00962776724760; 00962797123015; 0096264602444; 0096265160959.

-          შრომის სამინისტრო: 00962777580666; 00962796580666; 00962785602666; 0096280022208.

-          ადამიანის უფლებების ეროვნული ცენტრი: 0096280022320.

იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში შესაძლებელია ასევე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) დაკავშირება: ვებ-გვერდი - http://www.jordan.iom.int/ ; ელ-ფოსტა - aahmed@iom.int ; ტელეფონის ნომერი - 0096265625080.

 

ერაყის რესპუბლიკა:

ერაყის რესპუბლიკაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება მიმართოთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) შემდეგ ოფისებს:

ქ. ბაღდადი: ტელეფონის ნომერი - 009647901326407; ელექტრონული ფოსტა - malnasseri@iom.int 

ქ. ერბილი: ტელეფონის ნომერი - 00964662514239; 009647503863506;009647512342537.  ელექტრონული ფოსტა - wrashid@iom.int

ქ. დოჰუქი: ტელეფონის ნომერი - 009647503359960; 009647512475711.

 

ლიბანის რესპუბლიკა

პოლიციის დეპარტამენტი - შიდა უსაფრთხოების სამსახური: ტელეფონის ნომერი - 009613344535;

საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი: ტელეფონის ნომერი  009611386610; 009611425610: ცხელი ხაზის ნომერები ქვეყნის შიგნით 112 ან 1717; ელექტრონული ფოსტა: talal.yussef@gmail.com 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საკონტაქტო ინფორმაცია ლიბანში: ტელეფონის ნომერი - 009611841701; ფაქსი - 009611841705; ელექტრონული ფოსტა - iombeirut@iom.int recbey@iom.int

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი:
ბროშურა

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ