ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 21 აპრილს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში, ერაყის რესპუბლიკაში და ლიბანის რესპუბლიკაში  გრიგორ ტაბატაძემ ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გენერალ მიშელ აუნს რწმუნებათა სიგელები გადასცა. 

განთავსების თარიღი: 25.04.2017
 

2016 წლის 28 თებერვალს, საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ბატონმა გრიგორ ტაბატაძემ საელჩოში მიიღო იორდანიის ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ნიდალ ბიტარი და ასოციაციის ექსპორტის განვითარების მენეჯერი ბატონი ფარიდუნ ჰარტოკა.

 

 

განთავსების თარიღი: 29.02.2016
 

მიმდინარე წლის 18 თებერვალს საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ბატონი გრიგორ ტაბატაძე ეწვია იორდანიის საინვესტიციო კომისიას და შეხვდა კომისიის ხელმძღვანელს ბატონ საბეთ ელვირს. 

განთავსების თარიღი: 18.02.2016
 

2016 წლის 17 თებერვალს, საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ბატონმა გრიგორ ტაბატაძემ საელჩოში მიიღო კომპანია "Orient Express"-ის გენერალური მენეჯერი ბატონი ფუად კავარი. 

 

 

განთავსების თარიღი: 18.02.2016
 

2016 წლის 8 თებერვალს, საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ბატონმა გრიგორ ტაბატაძემ საელჩოში უმასპინძლა კომპანია "Dakkak Tours International"-ის პრეზიდენტს ბატონ ზიად დაკაკს. 

 

 

განთავსების თარიღი: 08.02.2016
 

2016 წლის 19 იანვარს, საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ბატონმა გრიგორ ტაბატაძემ საელჩოში უმასპინძლა "Consolidated Contractors Company"-ს უფროს მრჩეველს ბატონ ჰანი ავადს. 

 

 

განთავსების თარიღი: 24.01.2016
 

2015 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ბატონმა გრიგორ ტაბატაძემ საელჩოში უმასპინძლა იორდანიის ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ ხალედ ჰუდჰუდს.

განთავსების თარიღი: 11.01.2016
 

2015 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ბატონმა გრიგორ ტაბატაძემ საელჩოში უმასპინძლა იორდანიის ტურიზმის საბჭოს გაყიდვების დირექტორს ბატონ ადელ ამინს.

განთავსების თარიღი: 11.01.2016
 

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ბატონი გრიგორ ტაბატაძე სადილზე მიიწვია იორდანიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფმა. შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის წახალისებას და იორდანიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის ურთიერთობების გააქტიურებას. 

განთავსების თარიღი: 08.12.2015
 

2015 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა ბატონმა გრიგორ ტაბატაძემ საელჩოში უმასპინძლა იორდანიის ექსპორტიორთა ასოციაციის CEO-ს ბატონ ჰალიმ აბუ რაჰმეს.

განთავსების თარიღი: 08.12.2015
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ