ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩის იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ბატონი გრიგორ ტაბატაძის ვიზიტი ქ. აქაბაში

 

მიმდინარე წლის 27-30 ოქტომბერს შედგა საქართველოს ელჩის იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ბატონი გრიგორ ტაბატაძის ვიზიტი ქ. აქაბაში.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრები  გამართა ქ. აქაბას სავაჭრო-სამრეწველო პალატის,  ქ. აქაბას საკონტეინერო ტერმინალის და ქ. აქაბას ტურიზმისა და სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელ პირებთან.  ასევე, დაათვალიერა ქ. აქაბას ლოჯისტიკური ტერმინალი.

ქ. აქაბას სავაჭრო-სამრეწველო პალატაში შეხვედრისას, ელჩმა იორდანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში გატარებული რეფორმების შესახებ. მხარეებმა ასევე, განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

ქ. აქაბას ტურიზმისა და სასტუმროების ასოციაციაში ელჩის მიერ გამართული შეხვედრისას, საუბრის თემა იყო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა და აქაბასა და თბილისს შორის ჩარტერული რეისების დანიშვნა. 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ