ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი ბატონი გრიგორ ტაბატაძე იორდანიის საინვესტიციო კომისიას ეწვია

მიმდინარე წლის 18 თებერვალს საქართველოს ელჩი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ბატონი გრიგორ ტაბატაძე ეწვია იორდანიის საინვესტიციო კომისიას და შეხვდა კომისიის ხელმძღვანელს ბატონ საბეთ ელვირს.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილოს საქართველოსა და იორდანიის მომავალი თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს ელჩმა ბატონი ელვირი მიიწვია საქართველოში საინვესტიციო უწყებებს შორის თანამშრომლობის ოქმზე ხელმოწერის მიზნით.

მხარეებმა ასევე, განიხილეს ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის სფეროში შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობა. აღნიშნული შეთანხმება გადის შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებს ორივე ქვეყანაში. მათ ასევე, მიმოიხილეს ეკონომიკის ისეთ სფეროებში თანამშრომლობის შესაძლებლობა როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ვაჭრობა.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ