ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი ბატონი გრიგორ ტაბატაძე იორდანიის ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს ბატონ ნიდალ ბიტარს შეხვდა

2016 წლის 28 თებერვალს, საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში ბატონმა გრიგორ ტაბატაძემ საელჩოში მიიღო იორდანიის ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ნიდალ ბიტარი და ასოციაციის ექსპორტის განვითარების მენეჯერი ბატონი ფარიდუნ ჰარტოკა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ტელეკომუნიკაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა.

როგორც სტუმრებმა განაცხადეს, იორდანიის ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაცია შეუერთდება მიმდინარე წლის მარტში საქართველოში მიმავალ იორდანულ ბიზნეს დელეგაციას, რათა შეხვდეს ოფიციალურ პირებსა და კომპანიებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთობის განვითარების მიზნით.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ