ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩის მიერ ლიბანის პრეზიდენტისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემა

2017 წლის 21 აპრილს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში, ერაყის რესპუბლიკაში და ლიბანის რესპუბლიკაში  გრიგორ ტაბატაძემ ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტს გენერალ მიშელ აუნს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია  ქ. ბეირუთში ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის მომავალ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მრავალმხრივი ფორმატის ფარგლებში. შეხვედრისას ასევე, აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივ-სახელშეკრულებო ბაზის გაფართოების აუცილებლობა.

ლიბანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საპატიო კონსული ლიბანის რესპუბლიკაში ბატონი მარსელ ხუზამი.

 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ