ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა საინვესტიციო კომპანია RANCO Diversified Investments-თან

2018  წლის 4 იანვარს, საქართველოს ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ბატონმა გრიგორ ტაბატაძემ საელჩოში მიიღო იორდანული საინვესტიციო კომპანია RANCO Diversified Investments-ის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილული იქნა კომპანიის წარმომადგნელების დაგეგმილი ვიზიტი თბილისში. აღსანიშნავია, რომ RANCO ჰოლდინგი, რომელიც იორდანიაში ერთ-ერთ მსხვილ საინვესტიციო კომპანიად ითვლება, საელჩოს დახმარებით 2016 წლიდან მუშაობს საქართველოში. კომპანია ახორციელებს პროექტებს კერძო საკუთრების, ტურიზმის, არქიტექტურის, დიზაინს, თანამედროვე ტექნოლოგიების და სხვა სფეროებში, როგორც იორდანიაში ასევე რეგიონში. ამ ეტაპზე კომპანია დაინტერესებულია განახორციელოს საერთაშორისო პროექტი თბილისში, რაც ერთგვარი სიახლე იქნება ქართული არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში. 

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ