ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

gia_3.jpgძვირფასო ვებ-გვერდის სტუმრებო, მოგესალმებით იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყსა და ლიბანში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე, სადაც აღმოაჩენთ ბევრ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას საქართველოს, მისი ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ. ეწვევით სასარგებლო ბმულებს და გაეცნობით მასალებს დღევანდელი საქართველოს საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ.

აგერ უკვე თითქმის ოც წელია რაც საქართველომ ცალსახად აირჩია კურსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურების წევრობაზე. იმავდროულად, ქართველი ერი არ კარგავს იმ ისტორიულ და ტრადიციულ ურთიერთობებს, რომლებიც მას გააჩნდა ახლო აღმოსავლეთის ხალხებთან. სულ უფრო და უფრო მეტი საელჩო იხსნება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ჩვენი მთავარი მიზანია ავაღორძინოთ ის ტრადიციები რაც უხსოვარი დროიდან არსებობდა ქართველებსა და აქ დასახლებულ ხალხებს შორის. ამის ნათელი მაგალითებია ქართველების სწავლულებისა და განმანათლებლების მოღვაწეობა სინას მთაზე, ერაყში თუ იორდანიაში.

ბოლო წლების განმავლობაში, უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიმღებიდან საქართველო გადაიქცა უსაფრთხოების გამცემ ქვეყნად. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ქართველი მეომრები საერთაშორისო მრავალეროვან ძალების მებრძოლებთან ერთად წარმატებით უმკლავდებიან ისეთ გლობალურ ასიმეტრიულ საფრთხეებს როგორებიცა: საერთაშორისო ტერორიზმი, ტრანს-სასაზღვრო დანაშაული და ნარკობიზნესი. ისინი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნების სამხედრო კონტინგენტის წარმომადგენლებთან ერთად მხარდამხარ იცავენ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას.  

ქვეყანაში გატარებული რეფორმების წყალობით, საქართველო გადაიქცა კორუფციისაგან თავისუფალ, კონკურენტული ეკონომიკის მქონე სახელმწიფოდ, რომელიც ძალზე მიმზიდველია უცხოური ინვესტიციებისათვის. ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ტურისტული პოტენციალი. ამიტომაც, ჩვენს ვებ-გვერდზე სტუმრობა დიდად სასარგებლო იქნება თქვენთვის.

აგრეთვე, საელჩოს პერსონალი მზად არის გიმასპინძლოთ საელჩოში თქვენთვის ხელსაყრელ   დროს და გაგცეთ პასუხი კითხვებზე, რომლებიც შესაძლოა გაგიჩნდეთ ვებ-გვერდის სტუმრობის შემდეგ.

 

საუკეთესო სურვილებით,

გრიგორ ტაბატაძე
საქართველოს
ელჩი იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოში, ერაყის რესპუბლიკაში და ლიბანის რესპუბლიკაში

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ