2023 წლის 25 ივლისს, დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ზაზა კანდელაკმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ერაყის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ფუად ჰუსეინთან.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა, შეხვედრების აქტიური დინამიკის შენარჩუნება და რეგულარული პოლიტიკური დიალოგის გაგრძელება. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს და ერაყის რესპუბლიკის როლს საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კუთხით.
ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ელჩის დამსახურებას ორ ქვეყანას შორის მეგობრული კავშირების გაღრმავების საქმეში.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ერაყის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს გულთბილი მიღებისათვის და მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერაყის რესპუბლიკის მტკიცე პოზიციის გამო.