2023 წლის 24 ივლისს, დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს სრულუფლებიანმა და საგანგებო ელჩმა ზაზა კანდელაკმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტთან აბდულატიფ ჯამალ რაშიდთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ერაყის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ.
ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებასა და გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ერაყის რესპუბლიკის პრეზიდენტს გულთბილი მიღებისათვის და განაცხადა, რომ საქართველო მოწადინებულია კიდევ უფრო განამტკიცოს მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ერაყის რესპუბლიკასთან.