Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელჩის შეხვედრა ლიბანის საგარეო საქმეთა და ემიგრანტების სამინისტროს გენერალურ მდივანთან

🇬🇪 🇱🇧 მიმდინარე წლის 28 მარტს, საქართველოს ელჩმა ლიბანის რესპუბლიკაში ზაზა კანდელაკმა, ( რეზიდენციით ქ. ამანი) შეხვედრა გამართა ლიბანის საგარეო საქმეთა და ემიგრანტების სამინისტროს გენერალურ მდივანთან ჰანი შმაიტელისთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ლიბანს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ ლიბანსა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ. ლიბანის მხარემ გამოთქვა სურვილი დაიწყოს მუშაობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი შეხვედრის ორგანიზებაზე.
საქართველოს ელჩმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ზაზა კანდელაკმა მადლობა გადაუხადა ლიბანის მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
✅ ლიბანის რესპუბლიკაში მივლინების ფარგლებში ზაზა კანდელაკმა ასევე გამართა შეხვედრები ლიბანის საგარეო საქმეთა და ემიგრანტების სამინისტროს ევროპის და საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან.