დოკუმენტის დამოწმება
საკონსულო სერვისები და ვიზიტები
დოკუმენტების წარდგენისა და კონსულტაციის მიზნით, საკონსულო მოქალაქეებს იღებს ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა სერვისისთვის წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა. ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://geoconsul.gov.ge/
ზოგადი ხასიათის შეკითხვებისა და კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი არხების მეშვეობით:
- საკონსულოს ელფოსტა: [email protected]
- საელჩოს ტელეფონი: +962 6 401 6593
- საელჩოს ცხელი ხაზი: +962 797 299 799
საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის გაცემის ფაქტის დამოწმება
იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო დაინტერესებულ პირებს აცნობებს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის გაცემის ფაქტის დამოწმების პირობებსა და მოთხოვნებს:
1. მომსახურების პირობები
-
დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ;
-
დამოწმებისთვის მიიღება მხოლოდ ორიგინალი დოკუმენტები. საელჩო დოკუმენტის ასლებს არ ამოწმებს;
-
აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს.
-
დოკუმენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის შესახებ.
2. დოკუმენტის დამოწმების საჭირო ეტაპები
-
საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი თავდაპირველად უნდა დამოწმდეს საქართველოში, იუსტიციის სახლში. ამ პროცესში, იუსტიციის სახლისგან, ასევე უნდა მოითხოვოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭდის დასმა.
-
ამის შემდეგ, დოკუმენტი უნდა დამოწმდეს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ.
3. თარგმნილი დოკუმენტის დამოწმების წესი
-
საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები შედგენილია ქართულ ენაზე. საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტი შეიძლება ითარგმნოს ინგლისურ ენაზე და დამოწმდეს ნოტარიუსის მიერ საქართველოში.
-
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ასევე უნდა დამოწმდეს იმავე წესით, რა წესითაც დამოწმდა დედანი დოკუმენტი და მასზე უნდა იყოს იუსტიციის სახლისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ბეჭდები.
4. საკონსულო მოსაკრებელი
-
დოკუმენტის დამოწმების საკონსულო მოსაკრებელი შეადგენს 25 აშშ დოლარს (USD 25) თითოეულ დოკუმენტზე. თანხა უნდა ჩაირიცხოს Arab Bank-ის ფილიალში, საელჩოს საკონსულო ანგარიშზე. ანგარიშის ნომერია: 0118 276 758 9 511.
-
სავალდებულოა ბანკის მიერ გაცემული გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი ქვითრის წარმოდგენა.
5. საელჩოში წარსადგენი დოკუმენტები
განმცხადებელი პირადად უნდა გამოცხადდეს საელჩოში და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
-
მოქმედი პასპორტი;
-
დასამოწმებელი დოკუმენტი;
-
გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
6. განხილვის ვადა და დოკუმენტის გატანა
-
დოკუმენტის დამოწმებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრულია 10-დღიანი ვადა, რომლის ათვლა იწყება საელჩოში დოკუმენტის წარმოდგენის დღიდან;
-
დოკუმენტის დამოწმების პროცედურის დასრულების შესახებ საელჩო განმცხადებელს ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით აცნობებს.
საელჩო უფლებამოსილია უარი თქვას იმ დოკუმენტის დამოწმებაზე, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
ონლაინ განცხადების შევსების ინსტრუქცია
საქართველოს საელჩოში საკონსულო მომსახურების მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად:
1. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადასვლა
-
ეწვიეთ ვებგვერდს: https://geoconsul.gov.ge/
2. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია
-
აირჩიეთ „ელ. განაცხადის რეგისტრაცია (ვიზიტის დაგეგმვა)“.
3. პირადი სივრცის შექმნა
-
აირჩიეთ „პირადი კაბინეტის შექმნა“.
4. პირადი მონაცემების შეყვანა
-
მიუთითეთ თქვენი პირადი მონაცემები სრულად და დააჭირეთ „დადასტურება“ ღილაკს.
5. მოქალაქეობის მითითება
-
მოქალაქეობის ჩამონათვალიდან აირჩიეთ „საქართველოს მოქალაქე“.
-
შენიშვნა: აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს.
6. საკონსულო დაწესებულების არჩევა
-
აირჩიეთ „იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო“ და დააჭირეთ „შემდეგი“ ღილაკს.
7. შესაბამისი საკონსულო მომსახურების არჩევა
-
ხელმისაწვდომი მომსახურებების ჩამონათვალიდან აირჩიეთ „დოკუმენტის თარგმნა / გამოთხოვა / გაცემის ფაქტის დადასტურება“.
-
შემდეგ აირჩიეთ „საქართველოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დოკუმენტის გაცემის ფაქტის დამოწმება“.
8. ვიზიტის დაჯავშნა
-
„ვიზიტი საკონსულოში“ ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო.
შენიშვნა: მომსახურების მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია, დანიშნულ დროს პირადად გამოცხადდეს საელჩოში. ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი დოკუმენტები არ განიხილება.