საკონსულო სერვისები და ვიზიტები
დოკუმენტების წარდგენისა და კონსულტაციის მიზნით, საკონსულო მოქალაქეებს იღებს ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა სერვისისთვის წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა. ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://geoconsul.gov.ge/
ზოგადი ხასიათის შეკითხვებისა და კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი არხების მეშვეობით:
- საკონსულოს ელფოსტა: [email protected]
- საელჩოს ტელეფონი: +962 6 401 6593
- საელჩოს ცხელი ხაზი: +962 797 299 799
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტის გაცემა
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს ბიომეტრიული პასპორტის განმეორებით მიღება შეუძლია:
1. დისტანციურად, www.sda.gov.ge-ზე შესაბამისი განაცხადის შევსებით. https://sda.gov.ge/services/sdapage-002/
2. წარმომადგენლის მეშვეობით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურში ან იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში. თქვენი ნდობით აღჭურვილმა პირმა უნდა წარადგინოს ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ბიომეტრიული პასპორტის გაცემის შესახებ და ადგილზე შეავსოს განცხადების ფორმა.
3. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობის მეშვეობით (ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ).
1. ზოგადი ინფორმაცია:
საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაინტერესებულ პირებს აცნობებს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:
-
პასპორტი არის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა საქართველოს ნებისმიერი ასაკის მოქალაქეზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.
-
ბიომეტრიული პასპორტი არის დოკუმენტი, რომელიც ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავებით, შეიცავს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზეც დატანილია პასპორტის მფლობელი პირის პერსონალური მონაცემები - ბიომეტრიული ფოტოსურათი, ხელმოწერა და თითის ანაბეჭდები.
-
ბიომეტრიული პასპორტის გაცემის ვადები:
-
18 წელს მიღწეულ პირებზე ბიომეტრული პასპორტი გაიცემა 10 წლის ვადით.
-
18 წლამდე ასაკის პირებზე - 3 წლის ვადით.
-
-
პირადი გამოცხადება: ბიომეტრიულ პასპორტზე განაცხადის შესატანად, 9 წლის და უფროსი ასაკის განმცხადებლებისთვის საელჩოში პირადად გამოცხადება სავალდებულოა.
2. პასპორტის მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია:
-
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა და პასპორტი);
-
ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ, გადაღებული ბოლო 6 თვის განმავლობაში, ელექტრონული ფორმით;
-
ფოტოსურათის სტანდარტების სანახავად გადადით ლინკზე: https://services.sda.gov.ge/app/assets/downloads/biometriPhotoInstuction.pdf
-
-
გადახდის დამადასტურებელი ქვითარი - პასპორტზე განაცხადის მიღების საკონსულო მოსაკრებელი შეადგენს 50 აშშ დოლარს (USD 50) და უნდა ჩაირიცხოს საელჩოს საკონსულო ანგარიშზე (საბანკო რეკვიზიტები იხილეთ ქვემოთ).
-
არასრულწლოვან მოქალაქეზე პასპორტის გაცემის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია:
-
დაბადების მოწმობა.
-
ორივე მშობლის თანხმობა (თანხმობის ფორმა ივსება უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე ან სანოტარო ბიუროში).
-
ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
-
3. მომსახურების ვადა
-
პასპორტი მზადდება შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში განაცხადის გაკეთებიდან 45 დღის ვადაში.
4. დაკარგული ან მოპარული პასპორტის შემთხვევაში
-
პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, ახალი დოკუმენტის მისაღებად, საქართველოს მოქალაქემ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და მიიღოს პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს.
-
ასეთი სახის ცნობა შეიძლება იყოს შედგენილი/ნათარგმნი ინგლისურ ენაზე. ლეგალიზაცია ან/და აპოსტილის ბეჭდით დამოწმება არ მოითხოვება.
-
ცნობაში მითითებული უნდა იყოს დაკარგული (მოპარული) პასპორტის რეკვიზიტები.
-
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ახალი პასპორტის მიღების შედეგად, დაკარგული (მოპარული) პასპორტი გაუქმდება, ხოლო ინფორმაცია მისი გაუქმების შესახებ, პერსონალური მონაცემების დამუშავების სტანდარტების დაცვით, მიეწოდება ინტერპოლს.
საელჩო იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან ინფორმაცია განაცხადის განხილვისთვის.
იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს საბანკო რეკვიზიტები
-
Bank Name: Arab Bank
-
Account Name: Embassy of Georgia to the Hashemite Kingdom of Jordan
-
IBAN: JO04 ARAB 1180 0000 0011 8276 7585 11
-
Account Number: 0118276758511
-
SWIFT Code: ARABJOAX100
ონლაინ განცხადების შევსების ინსტრუქცია
საქართველოს საელჩოში საკონსულო მომსახურების მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად:
1. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადასვლა
-
ეწვიეთ ვებგვერდს: https://geoconsul.gov.ge/
2. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია
-
აირჩიეთ „ელ. განაცხადის რეგისტრაცია (ვიზიტის დაგეგმვა)“.
3. პირადი სივრცის შექმნა
-
აირჩიეთ „პირადი კაბინეტის შექმნა“.
4. პირადი მონაცემების შეყვანა
-
მიუთითეთ თქვენი პირადი მონაცემები სრულად და დააჭირეთ „დადასტურება“ ღილაკს.
5. მოქალაქეობის მითითება
-
მოქალაქეობის ჩამონათვალიდან აირჩიეთ „საქართველოს მოქალაქე“.
-
შენიშვნა: აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს.
6. საკონსულო დაწესებულების არჩევა
-
აირჩიეთ „იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო“ და დააჭირეთ „შემდეგი“ ღილაკს.
7. შესაბამისი საკონსულო მომსახურების არჩევა
-
ხელმისაწვდომი მომსახურებების ჩამონათვალიდან აირჩიეთ „პასპორტი / პირადობის მოწმობა“.
-
შემდეგ აირჩიეთ „ბიომეტრიული პასპორტი“.
8. ვიზიტის დაჯავშნა
-
„ვიზიტი საკონსულოში“ ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო.
შენიშვნა: მომსახურების მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია, დანიშნულ დროს პირადად გამოცხადდეს საელჩოში. ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი დოკუმენტები არ განიხილება.