იორდანულ-ქართული ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნა
2025 წლის 1-6 ნოემბერს, ქ. ამანში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამუშაო ვიზიტი შედგა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და იორდანიის ბიზნესმენთა კავშირმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანია ერთობლივი იორდანულ-ქართული ბიზნეს საბჭოს შექმნა. იორდანიის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა იორდანელ ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ოსამა იმსეჰმა, ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.
აღნიშნული მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოსა და იორდანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საფუძველს და ხელს შეუწყობს ორმხირივი საქმიანი კავშირების განვითარებას.
აღნიშნული ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ.
