საქართველოში მოგზაურობის მსურველთა საყურადღებოდ!
საქართველოში მოგზაურობის მსურველთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა ტურისტისთვის სავალდებულოა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის მოქმედი პოლისის ქონა.
საქართველოში შემოსვლისას თითოეულმა ტურისტმა უნდა წარადგინოს მოქმედი სადაზღვევო პოლისი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელიც შედგენილი იქნება ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
სადაზღვევო პოლისი შეიძლება გაცემული იყოს როგორც ქართული, ისე უცხო ქვეყნის სადაზღვევო კომპანიის მიერ და სადაზღვევო თანხა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს.
დაზღვევის პოლისი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:
დაზღვევა ძალაში უნდა იყოს ტურისტის საქართველოში შემოსვლის მომენტიდან ქვეყნის დატოვებამდე სრული პერიოდის განმავლობაში.
სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა არ გავრცელდება: