Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში

აკრედიტებულია ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკაში

იორდანულ-ქართული ერთობლივი ბიზნეს საბჭოს შექმნა

2025 წლის 1-6 ნოემბერს, ქ. ამანში,  იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამუშაო ვიზიტი შედგა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და იორდანიის ბიზნესმენთა კავშირმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიზანია ერთობლივი იორდანულ-ქართული ბიზნეს საბჭოს შექმნა. იორდანიის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა იორდანელ ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ოსამა იმსეჰმა,  ხოლო საქართველოს მხრიდან - საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

აღნიშნული მემორანდუმი წარმოადგენს საქართველოსა და იორდანიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საფუძველს და ხელს შეუწყობს ორმხირივი  საქმიანი კავშირების განვითარებას.

აღნიშნული ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედია საშუალებების მიერ.