საკონსულო ლეგალიზაცია
საკონსულო სერვისები და ვიზიტები
დოკუმენტების წარდგენისა და კონსულტაციის მიზნით, საკონსულო მოქალაქეებს იღებს ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა სერვისისთვის წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა. ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://geoconsul.gov.ge/
ზოგადი ხასიათის შეკითხვებისა და კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი არხების მეშვეობით:
- საკონსულოს ელფოსტა: [email protected]
- საელჩოს ტელეფონი: +962 6 401 6593
- საელჩოს ცხელი ხაზი: +962 797 299 799
საკონსულო ლეგალიზაციის მოთხოვნები
იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო დაინტერესებულ პირებს აცნობებს დოკუმენტის ლეგალიზაციის შემდეგ მოთხოვნებს:
1. მომსახურების პირობები
-
საელჩო უფლებამოსილია ლეგალიზაცია გაუკეთოს მხოლოდ იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყის რესპუბლიკასა და ლიბანის რესპუბლიკაში გაცემულ დოკუმენტებს.
-
საქართველოს საელჩო არ ახორციელებს საქართველოში გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაციის სერვისს.
-
ლეგალიზებას ექვემდებარება მხოლოდ ორიგინალი დოკუმენტები. საელჩო არ აწარმოებს დოკუმენტების ასლების ლეგალიზაციას.
-
ციფრულად გაცემული დოკუმენტები (როგორიცაა დაბადების, გარდაცვალების, ქორწინების, განქორწინების, ინდივიდუალური, ოჯახური და სხვა სერთიფიკატები) არ ექვემდებარება ლეგალიზაციას. განმცხადებლებმა უნდა მიიღონ ფიზიკური ორიგინალი შინაგან საქმეთა სამინისტროს Civil Status & Passport Department-დან (მისამართი: Tabarbur, 8th Circle, Amman).
-
დოკუმენტი გაცემული უნდა იყოს ოფიციალური სამთავრობო უწყების მიერ.
-
არაბულ ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში, აუცილებელია საელჩოში წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური თარგმანი.
2. დოკუმენტის დამოწმების საჭირო ეტაპები
-
იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში გაცემული დოკუმენტებისთვის: საქართველოს საელჩოში წარდგენამდე დოკუმენტი წინასწარ უნდა დამოწმდეს იორდანიის საგარეო საქმეთა და ექსპატრიანტთა სამინისტროს მიერ.
-
ერაყის რესპუბლიკასა ან ლიბანის რესპუბლიკაში გაცემული დოკუმენტებისთვის: დოკუმენტი წინასწარ უნდა დამოწმდეს იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, სადაც დოკუმენტი იქნა გაცემული, რის შემდეგაც მას ლეგალიზაცია უნდა გაუკეთოს იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში აკრედიტებულმა შესაბამისი ქვეყნის საელჩომ. ყველა ამ პროცედურის გავლის შემდეგ, დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს საელჩოში ლეგალიზაციის ბოლო ეტაპის გასავლელად.
3. თარგმნილი დოკუმენტის ლეგალიზაციის წესი
-
თუ განმცხადებელს სურს ნოტარიული წესით ნათარგმნი დოკუმენტის ლეგალიზება, საელჩოში წარდგენამდე თარგმანმაც უნდა გაიაროს ისეთივე პროცედურები, როგორიც ორიგინალი დოკუმენტის შემთხვევაში შესრულდა.
-
შენიშვნა: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სანამ საქართველოს საელჩოში ნათარგმნი დოკუმენტი დალეგალიზდება, ჯერ აუცილებელია ორიგინალი დოკუმენტის ლეგალიზაცია. შესაბამისად, საქართველოს საელჩოში დასალეგალიზებელია როგორც ორიგინალი, ასევე ნათარგმნი დოკუმენტი.
4. საკონსულო მოსაკრებელი
-
დოკუმენტის ლეგალიზაციის საკონსულო მოსაკრებელი შეადგენს 25 აშშ დოლარს (USD 25) თითოეულ დოკუმენტზე. თანხა უნდა ჩაირიცხოს Arab Bank-ის ფილიალში, საელჩოს საკონსულო ანგარიშზე. ანგარიშის ნომერია: 0118 276 758 9 511.
-
სავალდებულოა ბანკის მიერ გაცემული გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი ქვითრის წარმოდგენა.
5. საელჩოში წარსადგენი დოკუმენტები
განმცხადებელი პირადად უნდა გამოცხადდეს საელჩოში და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- მოქმედი პასპორტი;
- გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- დასალეგალიზებელი დოკუმენტი;
- თარგმანი: არაბულ ენაზე გაცემული დოკუმენტის შემთხვევაში აუცილებელია ინგლისურ ან ქართულ ენაზე შესრულებული ოფიციალური თარგმანი.
საელჩო უფლებამოსილია უარი თქვას იმ დოკუმენტის ლეგალიზაციაზე, რომელიც ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.
Bank Details – Embassy of Georgia (Jordan)
- Bank Name: Arab Bank
- Account Name: Embassy of Georgia to the Hashemite Kingdom of Jordan
- IBAN: JO04 ARAB 1180 0000 0011 8276 7585 11
- Account Number: 0118276758511
- SWIFT Code: ARABJOAX100
Address: Prince Hashim Street 27, Abdoun Amman, Hashemite Kingdom of Jordan
ონლაინ განცხადების შევსების ინსტრუქცია
საქართველოს საელჩოში საკონსულო მომსახურების მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად:
1. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადასვლა
- ეწვიეთ ვებგვერდს: https://geoconsul.gov.ge/
2. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია
- აირჩიეთ „ელ. განაცხადის რეგისტრაცია (ვიზიტის დაგეგმვა)“.
3. პირადი სივრცის შექმნა
- აირჩიეთ „პირადი კაბინეტის შექმნა“.
4. პირადი მონაცემების შეყვანა
- მიუთითეთ თქვენი პირადი მონაცემები სრულად და დააჭირეთ „დადასტურება“ ღილაკს.
5. მოქალაქეობის მითითება
- აირჩიეთ თქვენი მოქალაქეობა მოცემული ჩამონათვალიდან.
6. საკონსულო დაწესებულების არჩევა
- აირჩიეთ „იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო“ და დააჭირეთ „შემდეგი“ ღილაკს.
7. შესაბამისი საკონსულო მომსახურების არჩევა
- ხელმისაწვდომი მომსახურებების ჩამონათვალიდან აირჩიეთ „საკონსულო ლეგალიზაცია“.
8. ვიზიტის დაჯავშნა
- „ვიზიტი საკონსულოში“ ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო.
9. ატვირთეთ სავალდებულო დოკუმენტები
- მოქმედი პასპორტი
- საბანკო ქვითარი: შესაბამისი ლეგალიზაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- სალეგალიზაციო დოკუმენტი: სალეგალიზაციო დოკუმენტის ორიგინალის სკანირებული ასლი.
შენიშვნა: მომსახურების მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია, დანიშნულ დროს პირადად გამოცხადდეს საელჩოში. საფოსტო სერვისით ან ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი დოკუმენტები არ განიხილება.
ვიზუალური ინსტრუქციისთვის გთხოვთ გადადით ლინკზე:
https://mfa.gov.ge/pfiles/files/Instruction%20for%20Geoconsul%20in%20Jordan.pdf