Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში

აკრედიტებულია ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკაში

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუშაო ვიზიტი

2025 წლის 17-21 ნოემბერს, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოს ეწვია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორის, თეა ონიანის, ხელმძღვანელობით.

18 ნოემბერს ხელი მოეწერა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სიძველეთა დეპარტამენტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს მემკვიდრეობის კვლევისა და პოპულარიზაციის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კულტურის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

იმავე დღეს სააგენტოს დელეგაცია ეწვია კარაკის რეგიონში, შიჰანის მთაზე არსებულ მე-11 საუკუნის შიჰანის ქართული მონასტრის ტერიტორიას და გაეცნო იქ მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების შედეგებს. 

19 ნოემბერს გაიმართა შეხვედრა პეტრას განვითარების და ტურიზმის რეგიონული ხელისუფლების, პეტრას არქეოლოგიური პარკისა და ტურიზმის კომისართან იაზან მაჰადინთან.

20 ნოემბერს ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ გამართა შეხვედრა იესო ქრისტეს ნათლობის ადგილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან რუსტუმ მხჯიანთან და ეწვია ნებოს მთას და უძველესი მოზაიკური ტრადიციებით მდიდარ ქალაქ მადაბას.