Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში

საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში

აკრედიტებულია ერაყისა და ლიბანის რესპუბლიკაში

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა

საკონსულო სერვისები და ვიზიტები

დოკუმენტების წარდგენისა და კონსულტაციის მიზნით, საკონსულო მოქალაქეებს იღებს ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა სერვისისთვის წინასწარი ჩაწერა სავალდებულოა. ვიზიტის დასაჯავშნად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://geoconsul.gov.ge/    

ზოგადი ხასიათის შეკითხვებისა და კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგი არხების მეშვეობით:

  • საკონსულოს ელფოსტა: [email protected] 
  • საელჩოს ტელეფონი: +962 6 401 6593 
  • საელჩოს ცხელი ხაზი: +962 797 299 799 

 

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის ინსტრუქცია

1. საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში დაინტერესებულ პირებს აცნობებს საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემასთან დაკავშირებულ შემდეგ მოთხოვნებს:

  • საქართველოში დასაბრუნებელი დოკუმენტი არის ერთჯერადი სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც გაიცემა მხოლოდ საქართველოში დაბრუნების მიზნით.
  • დოკუმენტი შესაძლოა გაიცეს ვადაგასული, დაკარგული ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) სამგზავრო დოკუმენტის სანაცვლოდ ან ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საზღვარგარეთიდან საქართველოში მოქალაქის დაბრუნების მიზნით.
  • პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, ახალი დოკუმენტის მისაღებად, საქართველოს მოქალაქემ, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამართალდაცავ უწყებას ან სხვა უფლებამოსილ ორგანოს და  მიიღოს პასპორტის დაკარგვის (ან მოპარვის) შესახებ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა, რომელსაც სხვა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს.
    • ასეთი სახის ცნობა შეიძლება იყოს შედგენილი/ნათარგმნი ინგლისურ ენაზე. ლეგალიზაცია ან/და აპოსტილის ბეჭდით დამოწმება არ მოითხოვება.
  • საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა შეიძლება გაიცეს საქართველოს მოქალაქეებზე.

2. განცხადების წარდგენის ფორმა

  • საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის მისაღებად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია როგორც პირადად, ისე ფოსტის მეშვეობით. ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში, ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად, განმცხადებელმა აუცილებლად უნდა გამოაგზავნოს შევსებული ფორმა საელჩოში გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ.

3. საელჩოში წარსადგენი დოკუმენტები:

  • ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის საქართველოს მოქალაქეობისადმი კუთვნილებას, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ფლობას;
  • სპეციალური სააპლიკაციო ფორმა (შევსებული უნდა იყოს ხელით);
  • ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3.5X4.5 სმ, გადაღებული ბოლო 6 თვის განმავლობაში, ელექტრონული ფორმით;
  • დოკუმენტის გაცემის საკონსულო მოსაკრებელი შეადგენს 35 აშშ დოლარს (USD 35). თანხა უნდა ჩაირიცხოს Arab Bank-ის ფილიალში, საელჩოს საკონსულო ანგარიშზე. ანგარიშის ნომერია: 0118 276 758 9 511. აუცილებელია გადახდის დამადასტურებელი ორიგინალი ქვითრის წარმოდგენა.
  • არასრულწლოვან მოქალაქეზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია:
    • ბავშვის დაბადების მოწმობა;
    • ერთ-ერთი მშობლის თანხმობა (თანხმობის ფორმა ივსება საელჩოს უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე ან სანოტარო ბიუროში).
    • მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 
  • დასაბრუნებელი მოწმობის წარმომადგენლის მეშვეობით მოთხოვნის შემთხვევაში, დამატებით წარმოსადგენია რწმუნებულება (მინდობილობა) და მინდობილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მინდობილობა უნდა დალეგალიზდეს იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, სადაც აღნიშნული დოკუმენტი გაიცა.

მომსახურების ვადა

  • საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განაცხადის საელჩოში წარდგენიდან 15 დღის ვადაში. 

 

საელჩო იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან ინფორმაცია განაცხადის განხილვისთვის.

 

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩოს საბანკო რეკვიზიტები

  • Bank Name: Arab Bank 
  • Account Name: Embassy of Georgia to the Hashemite Kingdom of Jordan 
  • IBAN: JO04 ARAB 1180 0000 0011 8276 7585 11 
  • Account Number: 0118276758511 
  • SWIFT Code: ARABJOAX100 

 

ონლაინ განცხადების შევსების ინსტრუქცია

საქართველოს საელჩოში საკონსულო მომსახურების მისაღებად, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ქვემოთ მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად:

1. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადასვლა

2. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაცია 

  • აირჩიეთ „ელ. განაცხადის რეგისტრაცია (ვიზიტის დაგეგმვა)“.

3. პირადი სივრცის შექმნა 

  • აირჩიეთ „პირადი კაბინეტის შექმნა“.

4. პირადი მონაცემების შეყვანა 

  • მიუთითეთ თქვენი პირადი მონაცემები სრულად და დააჭირეთ „დადასტურება“ ღილაკს.

5. მოქალაქეობის მითითება 

  • მოქალაქეობის ჩამონათვალიდან აირჩიეთ „საქართველოს მოქალაქე“.

6. საკონსულო დაწესებულების არჩევა 

  • აირჩიეთ „იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო“ და დააჭირეთ „შემდეგი“ ღილაკს.

7. შესაბამისი საკონსულო მომსახურების არჩევა 

  • ხელმისაწვდომი მომსახურებების ჩამონათვალიდან აირჩიეთ „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა“.

8. ვიზიტის დაჯავშნა 

  • ვიზიტი საკონსულოში ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი და დრო.